ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 10:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 7.38% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 154 163 ადამიანია.
ყველაზე მაღალი აქტივობა რეგიონების მიხედვით რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა – 9.2% ხოლო ყველაზე დაბალი – 5.1% მცხეთა მთიანეთში.
პირველ ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 7.41% იყო.