მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ კარტოგრაფებს გირაო საზოგადოებამ უნდა შეუგროვოს, თავად კი 1000–1000 ლარს ჩარიცხავს.
“მე მზად ვარ, პირველი შენატანი რაც არს, 1000-1000 ლარი გადავიხადო და საზოგადოებამ შევუგროვოთ ეს თანხა, მე უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ ქალნატონ ნატლიასა და ბატონი ივერის წინაშე. მე მიხარია რომ ასეთი რამე მოხდა, მაგრამ საშინელება ის არის, რომ ის ახალგაზრდა კაცი, პროკურატურიდან, ვისაც ალაპარაკეს და გაწირეს ამ ახალგაზრდა ბიჭებს რატომ წირავენ? მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე და მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ბოდიში მოიხადოს მთავრობის სახელით და დააჯილდოვოს ეს ადამიანები”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ “მთავარი არხის” ეთერში.
ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 20-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.