10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.38%-ია, პირველ ტურზე 7.41% იყო – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 10:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 7.38% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 154 163 ადამიანია.

ყველაზე მაღალი აქტივობა რეგიონების მიხედვით რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა – 9.2% ხოლო ყველაზე დაბალი – 5.1% მცხეთა მთიანეთში.

პირველ ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 7.41% იყო.