“უმძიმესი ეპიდსიტუცია, კატასტროფული მდგომარეობა ქვეყანაში, პირველ რიგში, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დაგვიანებული ვაქცინაციით, პროპაგანდის ჩაგდებით, უთავბოლო გადაწყვეტილებით, ჰოსპიტალური სექტორის მოუმზადებლობით, რაც არის ალბათ ყველაზე დიდი დანაშაული – ჩვენ დრო გვქონდა, გადაგვემზადებინა ექიმები და გაგვეფართოვებინა ჰოსპიტალური სფერო.
ამ ყველაფერმა, რამდენიმე მილიარდმა დოლარმა საგარეო ვალმა ისე ჩაირიხინა, თითქოს საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იყო გამიზნული, და არც იყო. ხელისუფლების პატარა კლანისთვის იყო გამიზნული. პირდაპირ რომ გითხრათ, ხელისუფლება კლავს და გუდავს ადამიანებს, იმიტომ რომ არ შეუძლია, ეფექტურად იმოქმედოს და საკუთარი ვალდებულება შეასრულოს.
შინაგანად ვფიქრობ, როგორ შეუძლიათ ადამიანები გაგუდონ, შეწირონ ხმების გამო მსხვერპლად, მერე სახლში მივიდნენ და დაიძინონ. რად უღირთ ადამიანების სიცოცხლე და საკუთარი ძალაუფლება?! ეს ჩემთვის არის ამოუხსნელი”
ამბობს ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე TV პირველის ეთერში.



![არ არის შორს ის დღე, როცა მისი უწმინდესობის, კანონიზაციის [წმინდანად შერაცხვის] საკითხს დავაყენებთ – მეუფე ნიკოლოზი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2020/07/MEUFENIKOLOZIIIKL-1-218x150.png)









![არ არის შორს ის დღე, როცა მისი უწმინდესობის, კანონიზაციის [წმინდანად შერაცხვის] საკითხს დავაყენებთ – მეუფე ნიკოლოზი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2020/07/MEUFENIKOLOZIIIKL-1-100x70.png)

