აჭარაში, 102 წლის ემინე ჯორბენაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით Pfizer-ით აიცრა. ემინე ჯორბენაძემ Pfizer-ის პირველი დოზა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში გაიკეთა. ის მოუწოდებს ასაკოვნებს ვაქცინაციისკენ და ამბობს რომ ერთადერთი გადარჩენის საშუალება სწორედ ვაქცინაციაა.
“ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მესამე პანდემიას მოვესწარი. ას წელზე მეტის ვარ, მაგრამ სიცოცხლე მინდა. მჯერა, რომ ვაქცინაცია დამიცავს ამიტომ მოვედი და ჩავიტარე. თავს კარგად ვგრძობ და მჯერე, კიდევ ბევრ წელს ვიცოცხლებ”, – განაცხადა ემინე ჯორბენაძემ აცრის შემდეგ.