ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ 8 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში 105 213 ლარი შესწირეს.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გახარიას პარტია 12-მა ადამიანმა დააფინანსა, მათ შორის პარტიის პოლიტიკოსმა წევრებმა.
შემომწირველების სია ასეთია:
- ალექსანდრე მოწერელია — 25 000 ლარი;
- გიორგი ხოჯევანიშვილი — 25 000 ლარი;
- ნიკოლოზ ბარამაშვილი — 24 195 ლარი;
- გიორგი ჭანტურია — 8 545 ლარი;
- გიორგი გოგუაძე — 5 000 ლარი;
- ანა ბუჩუკური — 5 000 ლარი;
- ედიშერ გორგილაძე — 4 000 ლარი;
- დავით ფარცვანია — 2 125 ლარი;
- ერასტი ელიჯარაშვილი — 2 100 ლარი;
- სოფიო მდინარაძე – 1 248 ლარი;
- აკაკი გვიანიძე — 1 800 ლარი;
- ტატო ედიშერაშვილი — 1 200 ლარი.