“მადლობა იმედა კლდიაშვილს, გმირ „გირჩელს“, ახალ ქართველს!

ქუთაისში მოგებული და მოპარული არჩევნების შემდეგ იმედა კლდიაშვილმა ნამდვილი სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. აი, ასეთი გმირობის აქტების ეშინია სიკვდილივით რეჟიმს. ამ თავისუფლებისმოყვარე ქართველისგან ყველამ მაგალითი უნდა ავიღოთ. მე ვამაყობ, რომ მისი თანამემამულე ვარ.
დიდი მადლობა ასევე ქუთაისის კომისიის წევრს, რომელმაც სიმართლე თქვა. ის ამ მომენტამდე გატაცებული ჰყავთ და ალბათ ძალადობით ცდილობენ ჩვენება შეაცვლევინონ.
ამ გატაცების შემდეგ, რაც არ უნდა ათქმევინონ, მან მთავარი სიმართლე უკვე თქვა და ყველასგან მადლობა ეკუთვნის. ველი, რომ მას სხვებიც მიბაძავენ”

წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გირჩი – მეტი თავისუფლების წევრ იმედა კლდიაშვილზე.

ცნობისთვის, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, იმედა კლდიაშვილი წუხელ პროტესტის ნიშნად მანქანით სუს-ის შესასვლელთან გაჩერდა, რის შემდეგაც მანქანიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გადაიყვანა და ადამინისტრაციული წესით დააკავა. მისი სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება. იმედა კლდიაშვილი აპროტესტებდა სუს-ის ზეწოლას ქართული ოცნების კომისიის წევრზე, რომელიც მზად იყო, ესაუბრა არჩევნების გაყალბების სქემაზე.