უკრაინის გაერთიანებული ძალების გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. 6 მარტის მონაცემებით, ოკუპანტმა დაკარგა:
- ჯარისკაცი – 11 ათასზე მეტი
- ტანკები – 285 ერთეული,
- BBM – 985 ერთეული,
- საარტილერიო სისტემები – 109 ერთეული,
- MLRS -50 ერთეული,
- საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 21 ერთეული,
- თვითმფრინავი – 44 ერთეული,
- ვერტმფრენი – 48 ერთეული,
- ავტომობილი – 447 ერთეული,
- მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები – 2 ერთეული,
- საწვავის ავზი – 60,
- უპილოტო საფრენი აპარატი – 4.
გენშტაბის ცნობით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა.
“უკრაინელი დამცველები მტკიცედ იკავებენ გარკვეულ პოზიციებს და ანადგურებენ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალასა და აღჭურვილობას”,– აცხადებს უწყება.