უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე გაუხსნის 5 ქვეყანას: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ის ქვეყნებიც დაასახელა,რომლებიც საქართველოსთვის საზღვარს არ გაუხსნიან.
ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები:
- ავსტრია
- ბელგია
- ბულგარეთი
- დანია
- ნორვეგია
- მალტა
- ფინეთი
- შვეიცარია
- ჩეხეთი
- სლოვაკეთი
- უნგრეთი
“ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14- დღიანი სავალდებულო კარანტინი“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.