ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 11 დეკემბერს პარლამენტში არ შევა, თუმცა განცხადებასაც არ დაწერს და ღიად ტოვებს საკუთარი მანდატის საკითხს.
მისი თქმით, დაელოდება ხმების გადათვლის ეფექტიან მექანიზმს და თუ 1%-ზე მეტი ცდომილება იქნება, ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს.
“11-ში [პარლამენტში] არ შევდივარ, შანსი არ არის, პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევდივარ. არც განცხადებას ვწერ. ველოდები, რომ სიტყვა შეასრულონ. ჯერ შეთანხმებას ველოდები”, – აცხადებს ელისაშვილი მთავარი არხის ეთერში.
მისი თქმით, ვიდრე პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, არც ის და არც ლევან იოსელიანი პარლამენტში “ფეხს არ შეადგამენ”.