პროკურატურის განცხადებით, აბაშაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ ლ.კ.-ს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება სენკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
“სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ლ.კ. დამნაშავედ ცნო.
სამართალდამცველებმა ლ.კ. 11 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”. – წერია უწყების განცხადებაში.