გასული წლის 11 თვის მონაცემებით, თბილისის მერიის „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში 518 ცხოველი განთავსდა, მათგან 109 გაჩუქდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან“ გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2023 წლის 1- ელი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ცხოველთა თავშესაფარში განთავსდა 518 უმეთვალყურეოდ დარჩენილი/დაკარგული ცხოველი, ხოლო მათგან გაჩუქდა 109 ცხოველი“, – განმარტავენ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში“.- ნათქვამია განცხადებაში.