110 წიგნიდან მოხსნილია 92 – “ლიტერას” კონკურსი აღარ ჩატარდება

110 წიგნიდან მოხსნილია 92 – “ლიტერას” კონკურსი აღარ ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ მწერალთა სახლი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ წულუკიანის მიერ ჟიურის წევრის დანიშვნის შემდეგ მწერალთა სახლი სამინისტროსთან კომუნიკაციას ეცადა, თუმცა ამას უწყებიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

“ლიტერატურული პრემია ლიტერა 2015 წელს მწერალთა სახლის ინიცირებითა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. პრემია ყოველწლიურია და 6 ნომინაციაში გაიცემა.

წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 (03.06.2021) ბრძანებით, შეიცვალა ჟიურის დაკომპლექტების წესი: სამინისტროს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იყოს.

შესაბამისად, ლიტერას ჟიურიში, რომლის ხუთივე წევრსაც აქამდე მწერალთა სახლი ირჩევდა და სამინისტროს წარუდგენდა შესათანხმებლად, წელს პირველად ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეარჩია. მწერალთა სახლი ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მწერალთა სახლმა, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ჟიურის შემადგენლობა გაასაჯაროვა. ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებამ სამინისტროს გადაწყვეტილება შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევად შეაფასა.

შესაბამისად, მწერლებისა და გამომცემლების დიდმა ნაწილმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე და უკან გაითხოვა საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადები. მუშაობაზე უარი თქვა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც. საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან დღეისთვის მოხსნილია 92 წიგნი.

არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჩატარება.

მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის. მწერალთა სახლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა”,- ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს საგარეო...

სახტად დავრჩი, მაშინ რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? – იოსელიანი მელიას განცხადებაზე

სახტად დავრჩი - მაშინ, რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? -  ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი...

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს – ელენე ხოშტარია

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს - ამის შესახებ, პარტია...

2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია – მელია

"2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია"-  ამის შესახებ...

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებსაც ექნებათ -ხვიჩია ჩანაწერებზე

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებს ექნება და შეეძლებათ ნებისმიერი აშანტაჟონ ,...

“ოცნების” მსხვილმა შემომწირველმა ტენდერების 37%-ი უკონკურენტოდ მოიგო – “ფლანგვის დეტექტორი”

"ქართული ოცნების" მსხვილმა შემომწირველმა, მამუკა ხელაიამ, ტენდერების 37% უკონკურენტოდ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის...

ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუ ქუთელია წარადგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა.   თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მოსახლეობას...

კობახიძე აცხადებს, რომ გახარიამ კოკაინის მოხმარება “ოცნების” დატოვების შემდეგ დაიწყო

„არა თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა მაშინ არ ჰქონია, ეს პრობლემა მას გაუჩნდა...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...