ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა. სამინისტროს ინფორმაციით, ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო.
„ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა.მისი თქმით თანამდებობის დატოვება ახლადდანიშნულ მოადგილეს არ უკავშირდება.



![არ არის შორს ის დღე, როცა მისი უწმინდესობის, კანონიზაციის [წმინდანად შერაცხვის] საკითხს დავაყენებთ – მეუფე ნიკოლოზი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2020/07/MEUFENIKOLOZIIIKL-1-218x150.png)









![არ არის შორს ის დღე, როცა მისი უწმინდესობის, კანონიზაციის [წმინდანად შერაცხვის] საკითხს დავაყენებთ – მეუფე ნიკოლოზი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2020/07/MEUFENIKOLOZIIIKL-1-100x70.png)

