საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 12 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით ღამის საათებში მოძრაობა აიკრძალება. გადაადგილება შეიზღუდება 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
“საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-56) რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”,– წერია დეპარტამენტის განცხადებაში.