12 მილიონი დოზა კოვაქსპლატფორმისგან უკრაინამ საქართველოს დაასწრო – ამის შესახებ, “მთავარი არხის” ეთერში გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა. უკრაინა კოვიდ ვაქცინას უახლოეს პერიოდში კოვაქს პლატფორმისგან დამოუკიდებლად მიიღებს. საქართველოსგან განსხვავებით უკრაინის მთავრობამ შეთანხმებას ინდოეთის შრატის ინსტიტუტთან მიაღწია, რომელიც ვაქცინას აწარმოებს.
“მიზეზი, რატომ არ არის საქართველოში ვაქცინა, არის სიძულვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მეორე მიზეზი ისაა, რომ არ უნდათ საქართველოში ვაქცინის შემოტანა, რადგან ვერ გააკეთებენ ამაში ფულს”, – ამბობს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.