“ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ ეს ჩვენ დასკვნაში, ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ 3 მათგანი და დანარჩენი 9 პროცესშია, შესასრულებელია, თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია პოლიტიკური ლანდშაფტის, დეოლიგარქიზაცია ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის მისაღწევად არ არსებობს”.
ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.