12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.72%-ია, 2017 წელს 16.5% იყო

ცესკოს განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 საათისთვის ხმის მისაცემად 619 562 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 17.72% შეადგენს.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 16.5% იყო, 2014 წელს – 16.65%.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, 2020 წლის არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.41% იყო.