12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, უპრეცედენტო თავგანწირვა და ერთობა აჩვენა. ამ დღიდან დაიწყო აგენტურულ ბოროტებაზე გამარჯვება, რაც ბოლომდეა მისაყვანი. ამ უთანასწორო ბრძოლაში კი 2024 წლის 26 ოქტომბერი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია.
26 ოქტომბერს ისევ ქართველი ხალხი და ქართული ოცნება, ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთ ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებს ერთიანი, დამოუკიდებელი, ძლიერი და დაუმარცხებელი საქართველოს იდეის, ქართული ოცნების ასასრულებლად.