12:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 22.22%-ია

12:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 22.22%-ია. ხმა 776 726-მა ამომრჩეველმა მისცა. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

2020 წელს ამავე დროს აქტივობა – 19.41% (681 583 ამომრჩეველი) იყო.

2012 წელს 12:00 საათზე აქტივობა 25.88% იყო (935 278 ამომრჩეველი). 2016 წელს -19.81% (695 988 ამომრჩეველი).

 

2024 წლის არჩევნებში 3 508 294 ამომრჩეველი მონაწილეობს.