რუსმა ოკუპანტებმა ბერისლავას მერი გაიტაცეს

ხერსონის ადმინისტრაციის თავმჯდომარის, გენადი ლაგუტას ინფორმაციით, 19 მარტს, დაახლოებით 11 საათზე ოკუპანტებმა ბერისლავას მერი, ალექსანდრე შაპოვალოვი და ადგილობრივი აქტივისტი გაიტაცეს.

ისინი უკვე მესამე დღეა ტყვეობაში არიან. ლაგუტას ცნობით, გუშინ რუსებმა მერს ნება დართეს, ოჯახის წევრებისთვის დაერეკა და დაემშვიდებინა.

მისი თქმით, მამაკაცს გულის პრობლემები აქვს და ცოტა ხნის წინ გადაიტანა კორონავირუსი, ამიტომ მის ჯანმრთელობაზე ახლობლები შეშფოთებულნი არიან.

ადმინისტრაციის თავმჯდომარე წერს, ტყვეების ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია და სავარაუდოდ ისინი ნოვა კახოვკაში ჰყავთ.