გორში 13 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა
როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებულს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა, რაც 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა”, – ნათქვამია განცხადებაში.