13 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ამით დაიწყო პუტინის ომი დემოკრატიასთანაც – შაჰინი

13 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ამით დაიწყო პუტინის ომი დემოკრატიასთანაც – ასე ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომს, აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი Twitter-ზე.

“13 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ამით საქართველოსთან ხანგრძლივი კონფლიქტი დაიწყო. ამით დაიწყო პუტინის ომი დემოკრატიასთანაც. ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის მოულოდნელ თავდასხმას, ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” – წერს შაჰინი.