13 წლის წინ ურდო შემოჯლიგინდა ტანკებით, ახლა ურდოს ანასხლეტები დაჯლიგინებენ რუსთაველზე – ჯაფარიძე

13 წლის წინ ურდო შემოჯლიგინდა ტანკებით, ახლა ურდოს ანასხლეტები დაჯლიგინებენ რუსთაველზე – აგვისტოს ომთან დაკავშირებით გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

”13 წლის წინ, ამ დღეს, ურდო შემოჯლიგინდა ტანკებით და გადაგვთელა, სადამდეც გაუსწორდა. ეგეთი უსუსურობის განცდა და სასოწარკვეთა მანამდე მხოლოდ 9 აპრილის შემდეგ მქონდა განცდილი.

ახლა იგივე ურდოს ანასხლეტები უკვე ჯვრებით და შავებში რუსთაველზე დაჯლიგინებენ და ჟურნალისტებს წიხლავენ, ქუჩებსა და მეტროში ცემენ ფერად ახალგაზრდებს, და, რაც მთავარია, ხელისუფლებიდან ებლატავებიან ჩვენს მეგობრებს თავისუფალ სამყაროში და საუკეთესო პუტინისტურ ტრადიციებში იქით ასწავლიან, რა არის დემოკრატია.
არაფერი და არავინ უნდა დავივიწყოთ 2008 წლის ომთან მიმართებაში, მაგრამ  თუ რამე უნდა გვახსოვდეს დღეს, ესაა – ოქტომბერში ურდო არის გასაჯმ***ებელი.”-წერს ჯაფარიძე.