“13 800 სამხედრო, 430 ტანკი, 84 თვითმფრინავი” – უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგზე

.უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 21-ე დღეს, საოკუპაციო ჯარების დანაკარგებმა, წინასწარი გათვლებით, 13 000 ადამიანს გადააჭარბა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ცნობით, ოკუპანტების ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 16 მარტამდე, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი – 13 800 ათასი ადამიანი,
  • ტანკები – 430
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები – 1 375
  • საარტილერიო სისტემები -190
  • MLRS – 70
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები – 43
  • თვითმფრინავი – 84
  • ვერტმფრენები – 108
  • გემები / ნავები – 3
  • საწვავის ავზები – 60
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი – 11
  • სპეციალური აღჭურვილობა – 10