ტყიბულში 13 წლის მოზარდის ოჯახი პოლიციას ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ოჯახის მტკიცებით, გამომძიებელი 13 წლის გოგონას დაემუქრა, რის შემდეგაც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა.
“იძალადა ბავშვზე როგორც ხელის კვრით, ისე მორალურად, ფსიქოლოგიურად. ხელის კვრით აგდებდა გარეთ. ბოლო ხმაზე უყვიროდა ბავშვს – “გადი ამ სახლიდან, ამ სახლში არ გაქვს შემოსვლის უფლება”. შენ რომ ჩემი შვილი იყო, გაგდღლიზავდი შუაზე. მე შენ ახლა გამოგიწერ შემაკავებელ ორდერს, ვიცი, სადაც წაგიყვან და სადაც არის საჭირო”, – განაცხადა “მთავარ არხთან” ბავშვის ბებიამ.
ტყიბულის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი, ოჯახის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ბავშვზე არ უძალადია.
ეკატერინე ისაკაძე აცხადებს, რომ მზად არის, მომხდართან დაკავშირებით ზემდგომ ორგანოებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.