თიბისი ბანკმა დიმიტრი ლორთქიფანიძეს ანგარიშები გაუუქმა

თიბისი ბანკი პრიმაკოვის სახელობის ქართულ–რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს ანგარიშებს უხურავს. ამის შესახებ თავდაპირველად ფეისბუქ გვერდზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ დაწერა, მოგვიანებით კი ბანკმაც დაადასტურა. ლორთქიფანიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ  ბანკმა სანქციები დაუწესა და ანგარიშები დაუხურა,ასევე, გაავრცელა ბანკისგან მიღებული წერილი,  სადაც წერია, რომ ლორთქიფანიძეს ერთი კვირის ვადა აქვს ანგარიშებზე არსებული თანხის სხვა ბანკებში გადასატანად. წერილში ანგარიშების დახურვის მიზეზად ბანკის შიდა პოლიტიკაა დასახელებული.

“დაიწყო საბანკო ტერორი!!!პასუხი გაგეცემათ!!!“– დაწერა ლორთქიფანიძემ.

თიბისი აცხადებს, რომ განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს და შესაბამისად ინიცირება გაუკეთა იმ იურიდიული პირის/ორგანიზაციის ანგარიშის დახურვას, რომლის დამფუძნებელიც სანქცირებული იურიდიული პირია.