იაკუტიის ცენტრში არასანქცირებული მიტინგი გაიმართა ოსუოხაის, ანუ იაკუტების ტრადიციული, წრიული ჯგუფური ცეკვის ფორმით. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. აქციაზე ძირითადად ქალები მივიდნენ. თავიდან ცეკვა ახალგაზრდა გოგოებმა დაიწყეს, შემდეგ კი მათ ხანდაზმული ქალები შეუერთდნენ.
გამოცემა SakhaDay–ს ინფორმაციით, ქალები მობილიზაციას აპროტესტებდნენ. ისმოდა პაციფისტური ლოზუნგები. პოლიციელები თავიდან აქციის მონაწილეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდებდნენ, შემდეგ კი უკან დაიხიეს და ხელი აღარ შეუშლიათ. ცეკვის შემდეგ დაიწყო მობილიზაციის საწინააღმდეგო ლოზუნგების სანდირება. მაშინ კი პოლიციამ დაკავებები დაიწყო.
იაკუტიის საზოგადოებრივმა პალატამ ქალების ოსუოხაის ცეკვას მობილიზაციის მხარდასაჭერად გამაერთიანებელი აქცია უწოდა. გუშინ და დღეს აქციები მობილიზაციის გასაპროტესტებლად რუსეთის არაერთ ქალაქში გაიმართა. პოლიციამ ისინი სასტიკად აღკვეთა.
В Якутии самые лучшие девушки, мамы, бабушки ? pic.twitter.com/EdEiTF8ftT
— Pavel Vasiliev (@joppashmat) September 25, 2022