14 თებერვალი: დადასტურდა COVID-19-ის 357 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 652 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა.

14 თებერვლის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 265 557
  • გამოჯანმრთელებულია – 258 093
  • გარდაცვლილია – 3 352
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 19 345, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 173, PCR ტესტით – 7 172
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,85%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 2,76%
  • კარანტინის რეჟიმში – 212
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 948
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 238