14 მაისიდან რუსეთი ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს წყვეტს

მას შემდეგ, რაც ფინეთის მთავრობამ NATO-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, რუსეთმა ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით, განცხადებას ფინეთის ელექტროქსელის კომპანია Fingrid-ი ავრცელებს.

რუსული Inter RAO-ს შვილობილი კომპანია RAO Nordic Oy, რომელიც რუსულ ენერგეტიკულ კომპანია Интер РАО-ს ეკუთვნის, აცხადებენ, მიწოდება წყდება 6 მაისიდან Nord Pool-ის ბირჟაზე გაყიდული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო.

ფინეთის ელექტროქსელის კომპანია Fingrid-ი კი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მომხმარებლებს პრობლემას ვერ შეუქმნის რადგან, მთლიანი მოხმარების მხოლოდ 10%-ს ყიდულობდნენ რუსეთისგან.