14 რუსული რაკეტა კიევის ოლქში – ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა

26 ივნისის დილით კიევის შევჩენკოს რაიონში აფეთქებების სერია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა.

“სასწრაფო დახმარების მანქანები და მაშველები ადგილზე არიან. ორ შენობაში გრძელდება მაცხოვრებლების ევაკუაცია და სამაშველო სამუშაოები“– დაწერა მან ტელეგრამ არხზე.

კიეველები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ აფეთქებების ხმა გაიგებს პოლიტექნიკური ინსტიტუტის და ლუკიანოვკის რაიონებში.

კიევში ერთი რაკეტა 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაზიანებულია სამშენებლო კონსტრუქციები 1-დან მე–7–ე სართულამდე, დანგრეულია 7,8,9 სართულები.

ადგილზე მეხანძრეებიც მივიდნენ და ცეცხლი ჩააქრეს. მაშველები კი ამ დრომდე მუშაობენ ნანგრევებში მოყოლილების ამოსაყვანად.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული  ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი

რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო აზუსტებს, რომ კიევისა და მისი ოლქის მიმართულებით რუსებმა 14 რაკეტა გაუშვეს.

კიევის ოლქში დილით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 1 რაკეტა ჩამოაგდო. მისი ნარჩენები ერთ–ერთ სოფელში ჩამოცვივდა.