ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში გარდაცვლილი 14 წლის არასრულწლოვანი გოგო, დღეს დაკრძალეს. გარდაცვლილის დედა, რომელიც თურქეთში არის გათხოვილი, საქართველოში გუშინ დაბრუნდა. მას გარდაცვლილთან მიახლოების საშუალება მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, რაც გოგოს მამის ნათესავებმა სასაფლაოს ტერიტორია დატოვეს
გოგონას დაკრძალვას დედა არ ესწრებოდა. მან გარდაცვლილ შვილთან გამომშვიდობება მხოლოდ სასაფლაოზე შეძლო. როდესაც გარდაცვლილი არასრულწლოვნის ცხედარი სასაფლაოზე გადაასვენეს, ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, თანასოფლელებმა ტერიტორია ისე დატოვეს, ცხედარი მიწისთვის არ მიბარებიათ.გარდაცვლილი გოგონას ძმას დედასთან მიახლოების მცდელობა ჰქონდა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. ამ ინციდენტის შემდეგ დედამ თანმხლებ პირებთან ერთად ტერიტორია დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი აღარ გააკეთა.
ცნობისთვის, 14 წლის გოგო 9 თებერვალს სახლთან გარდაცვლილი იპოვა ბაბუამ, რომელთანაც მოზარდი ძმასთან ერთად ცხოვრობდა. გოგონამ თავი მოიკლა. 10 თებერვალს პოლიციამ ნ.ტ. დააკავა, რომელსაც ბრალი 140-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლით წარედგინა.