23 წლის კაცს, რომელმაც 14 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე დააკავეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გაუპატიურება, სავარაუდოდ, გოგოს თვითმკვლელობის მიზეზი გახდა, მოძალადე კი პოლიციამ მხოლოდ გოგოს გარდაცვალების შემდეგ დააკავა.
მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კაცმა ის რამდენიმე თვით ადრე გააუპატიურა, თუმცა, პოლიციამ დამნაშავე “ექსპერტიზის დასკვნის ლოდინის” მიზეზით არ დააკავა.
გოგოს მამა რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა, დედა კი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. მოზარდი ბაბუასთან ცხოვრობდა.