პორტუგალიაში 14 წლის მოზარდი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრმა მარტა ტემიდომ ცოტახნისწინ განაცხადა.
როგორც მინისტრი აცხადებს, 14 წლის მოზარდი პორტუგალიის ქალაქ ოვარშ ცხოვრობდა და მას ვირუსთან ერთად ისეთი დაავადებები ჰქონდა, რომელიც იმუნოდეფიციტთან იყო დაკავშირებული.
ბოლო მონაცემებით, პორტუგალიაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 6 ათასი შემთხვევა, გარდაიცვალა 119 ადამიანი.