14, 15 და 16 ნოემბერს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოების გამო, უსაფრთხოების მიზნით, 00:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო გადაადგილება სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით”. – ნათქვამია მერიის მიერ გავრძელებულ ინფორმაციაში.














