ხერსონიდან უკან დახევამდე რუსმა ჯარისკაცებმა ადგილობრივი ზოოპარკიდან ენოტები წაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინული მედია და რუსული პრო-სამთავრობო ტელეგრამის არხები წერენ. პარალელურად კი ვიდეოც გამოჩნდა.
ცხოველებთან ერთად ვიდეო თავდაპირველად YouTube-ზე ყირიმის ლომების პარკის დირექტორმა ოლეგ ზუბკოვმა გამოაქვეყნა.
“აღსანიშნავია, რომ ხერსონის ზოოპარკიდან ენოტი მოიპარა არა მხოლოდ ვიღაც სულელმა ჯარისკაცმა, არამედ რუსეთის სარდლობამ. მათ ხერსონის ზოოპარკის კოლექციის უმეტესი ნაწილი ყირიმში წაიღეს: ლამა და მგლიდან დაწყებული, ვირამდე და ციყვებამდე.” განუცხადა ჟურნალისტებს მოძრაობა UAnimals-ის დამფუძნებელმა ალექსანდრე თოდორჩუკმა.
ვიდეოზე ჩანს სხვა ცხოველების ტრანსპორტირებისთვის მომზადების კადრებიც. ენოტების ეპიზოდი კი 6–ე წუთიდან იწყება


![არ არის შორს ის დღე, როცა მისი უწმინდესობის, კანონიზაციის [წმინდანად შერაცხვის] საკითხს დავაყენებთ – მეუფე ნიკოლოზი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2020/07/MEUFENIKOLOZIIIKL-1-218x150.png)









![არ არის შორს ის დღე, როცა მისი უწმინდესობის, კანონიზაციის [წმინდანად შერაცხვის] საკითხს დავაყენებთ – მეუფე ნიკოლოზი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2020/07/MEUFENIKOLOZIIIKL-1-100x70.png)


