G20-ის მინისტრთა შეხვედრა დელიში: ბლინკენმა და ლავროვმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ისაუბრეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დელიში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში დაახლოებით 10 წუთი ისაუბრეს, რა დროსაც, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, ბლინკენმა კვლავ განუცხადა ლავროვს, რომ ამერიკა აპირებს დაეხმარეთ უკრაინას, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება, და რომ რუსეთი უნდა დაუბრუნდეს START-ის ხელშეკრულების დაცვას, ასევე გაათავისუფლოს რუსეთში პატიმრობაში მყოფი აშშ-ის მოქალაქე პოლ უელანი.

“მე ვუთხარი საგარეო საქმეთა მინისტრს, რასაც ვამბობდი მე და ბევრი სხვა გასულ კვირას გაეროში  და რაც თქვა დღეს G20-ის ბევრმა მინისტრმა: შეაჩერე ეს აგრესიული ომი, ჩაერთე მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში, რომელსაც შეუძლია მიგვიყვანოს სამართლიან და სტაბილურ სამყარომდე”, – განუცხადა ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

რაც შეეხება სტრატეგიული შეტევითი იარაღის შეთანხმებას, რომელიც რუსეთმა ფორმალურად დატოვა, როგორც ბლინკენმა თქვა,  მან უთხრა ლავროვს, რომ შეერთებული შტატები, ყოველგვარი გარეშე  გარემოების მიუხედავად, მზად არის მოლაპარაკებებისთვის და მოქმედებისთვის ბირთვული იარაღის კონტროლის სფეროში – ისევე, როგორც ეს იყო  სსრკ-სთან ცივი ომის დროს.

ეს იყო ლავროვისა და ბლინკენის პირველი შეხვედრა ომის დაწყების შემდეგ. მათ ბოლოს ჟენევაში 2022 წლის იანვარში ისაუბრეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები არ ყოფილა და თავად ბლინკენმა ითხოვა ასეთი კონტაქტი, რაზეც ლავროვი დათანხმდა.

უკრაინაში რუსეთის განგრძობითი აგრესიის გამო უთანხმოება კვლავ იგრძნობა ნიუ დელიში მოლაპარაკებების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ამ დროისთვის განზე გადადონ უთანხმოება.

”ჩვენ ვიკრიბებით ღრმა გლობალური განხეთქილების დროს,” – თქვა ნარენდრა მოდიმ და მოუწოდა შეკრებილ მინისტრებს, ეცადონ, იპოვონ საერთო ენა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის მცდელობის მიუხედავად, ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე, ომის თემა აშკარად დომინანტური გახდა.

„ეს ომი უნდა დაიგმოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის გახსნის წინ. „იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ინდოეთი გამოიყენებს თავის დიპლომატიურ შესაძლებლობებს, რათა რუსეთს აცნობოს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს.”

ამავდროულად, ექსპერტების აზრით, დელის წინაშერთული ამოცანა დგას : მიჰყვეს განზე დგომის პოლიტიკის კურსს და ამავდროულად დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, დაეხმარონ კონფლიქტის დასრულებას.

ჯერჯერობით, ინდოეთი თავს არიდებდა რუსეთის პირდაპირ კრიტიკას, რომელიც რჩება ნიუ დელის იარაღის მთავარ მიმწოდებლად, და გამუდმებით თავს იკავებს გაეროში რუსეთის აგრესიის დაგმობის რეზოლუციებზე კენჭისყრისგან.

გარდა ამისა, ომის დაწყებასთან  და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან ერთად, ინდოეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა რუსული ნავთობის შესყიდვები, რასაც , სავარაუდოდ, დიდი სარგებელი მოაქვს მისი ეკონომიკისთვის, რადგან ნავთობს სერიოზული ფასდაკლებით ყიდულობს.

G20-ის დღევანდელ სესიაზე განიხილება ინდოეთის (რომელიც ამჟამად G20-ის თავმჯდომარეა) პრიორიტეტული საკითხები: სასურსათო უსაფრთხოება, განვითარება და თანამშრომლობა, კონტრტერორიზმი და ჰუმანიტარული დახმარება.