ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ტელეკომპანია Belsat-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის ახალი თავდასხმა ლუგანსკის რეგიონზე მოსალოდნელია ნებისმიერ დროს, 15 თებერვლის შემდეგ. მისი თქმით, ოკუპანტები დამატებით ძალებს და რესურსებს აგროვებენ ამ მიმართულებისთვის, ჩნდება სულ უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა, რომლებსაც ოკუპანტები სხვადასხვა ადგილებში მალავენ.
“ნაწილს მალავენ ტყეებში, ნაწილს მარხავენ, და ასევე აწყობენ უფრო მეტ დაცვით ხაზებს, საიდანაც შეეცდებიან ახალი თავდასხმების დაწყებას”, – ამბობს გაიდაი.
მისივე თქმით, რუსებმა ტყვია-წამალიც მოაბილიზეს, თუმცა საბრძოლო მასალას ახლა ბევრად უფრო ეკონომიურად იყენებენ.
“პრინციპში, 15 თებერვლის შემდეგ, ჩვენ უნდა ველოდოთ ამას ნებისმიერ დროს”, – თქვა გაიდაიმ.