15 წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Oasis-ი სცენაზე ბრუნდება და გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში კონცერტებს აანონსებს. შესაბამისი ინფორმაცია, ძმების ლიამ და ნოელ გალაჰერების სოციალურ ქსელებში განთავსდა.
- „დიდი ლოდინი დასრულებულია. მოდით, ნახეთ. ამას ტელევიზორით ვერ ნახავთ“, – აღნიშნულია ჯგუფის განცხადებაში.
BBC-ი წერს, რომ ჯგუფი კონცერტებს გაერთიანებული სამეფოს და ირლანდიის მიღმაც გამართავს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ზუსტი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
“This is it, this is happening”
Tickets on sale this Saturday 31st August (🇮🇪8AM IST / 🇬🇧9AM BST)
Dates:
Cardiff Principality Stadium – 4th/5th July
Manchester Heaton Park – 11th/12th/19th/20th July
London Wembley Stadium – 25th/26th July & 2nd/3rd August
Edinburgh Scottish Gas… pic.twitter.com/5hRQ3sJihb— Oasis (@oasis) August 27, 2024
ბრიტანული ჯგუფი, Oasis-ი 1991 წელს, მანჩესტერში დაარსდა და 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფი გახდა. არსებობის მანძილზე ჯგუფმა 7 სტუდიური ალბომი გამოუშვა და 75 მილიონზე მეტი ჩანაწერის ასლი გაყიდა. თუმცა ჯგუფი, ძმების, ლიამ და ნოელ გალაჰერების დაპირსიპირების გამო დაიშალა.
2009 წელს პარიზში ფესტივალ Rock en Seine-ს კულისებში ძმებს შორის მომხდარი მორიგი კონფლიქტის შემდეგ, ნოელ გალაჰერმა ჯგუფიდან წასვლის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ლიამთან ერთ სცენაზე ყოფნა აღარ შეუძლია. დარჩენილმა შემადგენლობამ, მაშინ სახელი Beady Eye-თი შეიცვალა, რომელმაც 2014 წლამდე იარსება. ბენდის დაშლის შემდეგ, ლიამმა სოლო კარიერა დაიწყო,. ნოელმა კი ჯგუფი – Noel Gallagher’s High Flying Birds დააფუძნა.