თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდან, 1 „საბურთლოს კლასტერს“ უკავშირდება, 2-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.
“ბოლო 24 საათში 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 161 პაციენტი მკურნალობს. 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 5 გახლავთ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ შემოტანილი, ანუ იმპორტორებული, 5 გახლავთ ისევ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 1 არის „საბურთალოს კლასტერიდან“ და 2-ის წყაროს მოძიება გრძელდება.
ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. გუშინ 4 ახალი შემთხვევა შემოვიდა. შემოსული პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. ჩვენ ორი მძიმე პაციენტი გვყავდა, მათგან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და როგორც საშუალო სიმძიმის, ისე განიხილება და 1 კვლავ მძიმეა, მართალია გაუმჯობესებულია, მაგრამ მთლიანად იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარება პროგრესირებას არ დაექვემდებარება, არ შეიძლება, ამიტომ, ჯერჯერობით მძიმე სიაში რჩება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.