საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტით დაიშვებიან შემდეგ დაწესებულებებში:
- კვების ობიექტები
- რესტორნები
- კაფეები
- ბარები
- კინოთეატრები
- თეატრები
- მუზეუმები
- საკონცერტო დარბაზები
- გასართობი ცენტრები
- სამორინეები
- სათამაშო ბიზნესის ობიექტები
- სპა ცენტრები
- ფიტნეს დარბაზები
- სასტუმროები
- სამთო კურორტების საბაგირო გზები
აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე ვრცელდება. მოქალაქეები მწვანე სტატუსის დაფიქსირებას სპეციალური აპლიკაციით შეძლებენ.