პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიას თქმით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში ფუნქციონირებას შეძლებენ.
“15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები მათ შორის, შეძლებენ ამოქმედდენ ღია სივრცეში”, — განაცხადა გახარიამ.
გარდა ამისა, გახარიას თქმით, საქართველოს მასშტაბით 8 თებერვლიდან ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი და ბაზრობები. ასევე, 15 თებერვლიდან სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში.