საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოსახლეობის 67% ქალია, 33 კი – კაცი. ანგარიში 2021 წლის 15 მარტიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში ვკითხულობთ.
NCDC-ის ცნობით, 15 ივლისამდე პერიოდში, 18-49 და 50-54 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე მეტი ადამიანი სინოფარმის ვაქცინითაა აცრილი.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკას, ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.