15 მარტისთვის 100-მდე რუსი ტანკისტი ჩაგვბარდა, 44 დაიკარგა – უკრაინა

უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა დოკუმენტები, რომელიც რუსეთის პირველი სატანკო არმიის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის დანაკარგს ასახავს.

მოპოვებული დოკუმენტებით უკრაინამ მიიღო შეჭრაში მონაწილე დანაყოფების სია, სამხედრო წოდებებითა და ოკუპანტების სახელებით, რომლებიც დაიღუპნენ, დაიკარგნენ, ტყვედ ჩავარდნენ ან დაიჭრნენ.

“2022 წლის 15 მარტის მდგომარეობით, პირველი რუსული სატანკო არმიის ჯამურმა დანაკარგმა შეადგინა 409 ადამიანი. უკრაინელმა სამხედროებმა 61 ჯარისკაცი მოკლეს, 209 კი დაჭრეს. მხოლოდ ომის პირველ ორ კვირაში 44 რუსი ტანკისტი დაიკარგა, 96-მა ოკუპანტმა კი გადაწყვიტა სიცოცხლის გადარჩენა და დანებება.

ამავე პერიოდში უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს და ხელში ჩაიგდეს ოკუპანტების არმიის 308 ერთეული სამხედრო ტექნიკა”,– აცხადებს დაზვერვა.