15 ნოემბერს NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების საბრძოლო ნათლობა მოხდა – უკრაინა

გუშინ, 15 ნოემბერს, უკრაინელმა მებრძოლებმა, ფრონტზე პირველად გამოიყენეს, საზენიტო სარაკეტო სისტემა NASAMS-ი.  ინფორმაციას ამის შესახებ,  უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, იური იგნატმა, ეროვნული ტელემარათონის ეთერში გაავრცელა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას მეტი ასეთი სისტემა სჭირდება რადგან უკეთესი შედეგს მიაღწიონ.

“გასულ კვირას გამოცხადდა, რომ ნორვეგიული სისტემა NASAMS-ებიც ჩამოვიდა ჩვენთან. რამდენიმე სისტემა უკვე მუშაობს. უკვე დღეს, ისევე როგორც IRIS-T-ს ოქტომბერში, მათ ჰქონდათ პირველი საბრძოლო ნათლობა და მივიღეთ ამ კომპლექსების მუშაობის პირველი შედეგები. […] საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება მეტი ასეთი სისტემა. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა უკეთესი შედეგების მიღწევა და დასავლურ იარაღს, რომელიც საკმაოდ ეფექტურია, აქვს მძლავრი რადარები, რომლებსაც რაკეტების აღმოჩენა შეუძლიათ… და ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს გაზარდონ ეს დახმარება, რაც გვეხმარება ჩვენი ცის დაცვაში.” – თქვა იგნატმა.