15 წლის გოგო, რომელიც გუშინ ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში სიმაღლიდან გადმოვარდა გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. არასრულწლოვანი ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.