თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათთან მოთავსებული 15 წლის კოვიდინფიცირებული მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.მისი თქმით, გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“დღეის მდგომარეობით გვყავს 99 ინფიცირებული პაციენტი, აქედან 11 რეანიმაციულ განყოფილებაშია, 4 კი ინტენსიურში. 70 პაციენტი არის საშუალო სიმძიმის, აქედან 2 ჩვილია. ერთი 15 წლის გოგონა გვყავს მძიმე შემთხვევით, სუნთქვის აპარატზეა. კრიტიკულად მძიმე პაციენტად ითვლება” – განაცხადა “ფორტუნასთან” საუბრისას ლალი ტურძელაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების ახალი 958 შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა.