ოფიციალური კვლევა ადასტურებს, რომ მმართველი პარტია სამივლინებოდ კოლოსალურ თანხას ხარჯავს. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი” ავრცელებსს.
16 მილიონი ლარი წლევანდელი წლის პირველ სამ თვეში – ეს გამაოგნებელი თანხაა იმ ფონზე, რომ 2019 წელს ხელისუფლებამ სულ 18 მილიონზე ოდნავ მეტი დახარჯა. კიდევ უფრო გამაოგნებელია ეს სამივლინებო ხარჯები იმ ფონზე, რომ ვერავინ ვერ ასახელებს ვერცერთ საერთაშორისო პროექტს, ან რაიმე ტიპის დიპლომატიურ მისიას, რომლის განხორციელებსაც ასეთი აქტიური მოგზაურობა სჭირდებოდა. მით უფრო, რომ მხარჯველებს შორის გამორჩეული რეკორდსმენები შინაგან საქმთა, თვდაცვის და განათლების სამინისტროები არიან.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ 3 თვეში საქართველოს ხელისუფლებამ, აღმასრულებელმა შტომ მივლინებებში საკმაოდ სოლიდური თანხა, თითქმის 16 მილიონი ლარი დახარჯა:
- თავდაცვის სამინისტრო, ირაკლი ღარიბაშვილის უწყება – 1 200 000 ლარი
- შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვახტან გომელაურის უწყება – 890 049 ლარი
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 760 496 ლარი
- მთავრობის ადმინისტრაცია – 613 003
- საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 541 793
კორონაპანდემიის გამო საზღვარი 22 მარტიდან ჩაიკეტა. თუმცა ექსპერტები აცხადებენ იმას, რომ ახალიწლის შემდგომ და თებერვალშიც მძიმე სიტუაცია იყო მსოფლიოში და აქიდან გამომდინარე, მათთვის ცოტა გასაკვირია ის ციფრები, რომელიც აუდიტის სამსახურისგან მოდის. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ეს ხელისუფლება საკამაოდ დიდ თანხებს ხარჯავს: რემონტზე, ინფრასტრუქტურაზე, რბილ ავეჯზე და იმ ნივთებზეც, რომელიც ფუფუნებას უქმნის სახელმწიფო მოხელეებს.
გასულ წელთან შედარებით 16 მილიონი ოდნავ შემცირებულია, შარშან, ამავე პერიოდში სახელმწიფო უწყებებმა 18 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.