ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი, გოგი წულაია კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, შიმშილობის გამო მან ამ პერიოდში 15 კილო დაიკლო.მისივე განცხადებით, წულაიას წამლებს ორშაბათს მიაწვდიან.
„წულაია საავადმყოფოში გუშინ მოვინახულე. მან შიმშილობა შეწყვიტა და წვნიანი მიიღო. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ რთულია და პოლიტიკოსი სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს“, – ამბობს გელბახიანი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.