15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში სიმაღლიდან გადმოვარდა გარდაიცვალა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. არასრულწლოვანი ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.